პროექტის მთავარი
იდეა: გაეცნობიან ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებს, რამდენად
თანამედროვეა ის კითხვები, რომლბსაც ამ ნაწარმოებში ვხდებით.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს მოუწევთ იმ პრობლემების ანალიზი, რომლებზეც
ადრე ჩვენი მწერლები წერდნენ, ეს პრობლემები დღესაც აქტუალურია.
პროექტის მიზნები:
ქართული კლასიკური ნაწარმოებების საშუალებით მსჯელობის უნარის განვითარება, საკუთარი
თხზულების შექმნის უნარის განვითარება; ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ანალიზის და
დამუშავების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
14 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 სემესტრი;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები. ელექტრონული
ჟურნალი ,,მარად თანამედროვე“. ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები,
შეიქმნება ანგარიში;
პროექტის მსვლელობა:
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი
განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ შერჩეული თემის მიხედვით ქართველი კლასიკოსი მწერლების
შესახებ ინფორმაციები, გააკეთონ თითოეული მათგანის რომელიმე ნაწარმოების მიხედვით იმდროინდელი
პრობლემების თანამედროვე პრობლემებთან შედარება, ამ ნაწარმოებების მთავარ სათქმელზე
უნდა შეეცადონ საკუთარი თხზულებების დაწერა. მოძიებული და შექმნილი ნაშრომების საფუძველზე
შექმნან პრეზენტაციის ფაილები. მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. მოსწავლეები
დაიწყებენ ელექტრონული ჟურნლის ,,მარად თანამედროვე“-ს შექმნასა და რედაქტირებას, შეიქმნება
ბლოგი, რომელზე განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შექმნიან პროექტის ანგარიშის, რომელსაც წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს,
მაწსავლებლებსა და მათ მშობლებს. პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
პროექტის ხელმძღვანელი:
ლელა გორგოშაძე;
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: lgorgoshadze240@gmail.com;
პროექტის ბლოგი: gorgoshadze.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა